„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. დაავადებასთან ბრძოლაში გამარჯვებული ქალები თელავის თეატრში შეიკრიბნენ. „გამარჯვებულ ქალთა“ კლუბის ხელმძღვანელის, ლეილა ლეგაშვილის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართა. კლუბი 2009 წელს დაარსდა და რამდენიმე ასეულ ქალს აერთიანებს.