ვაქცინა საქართველოშია – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისსა და რეგიონებში ნაწილდება. კოვაქსპლატფორმის საშუალებით მიღებული პრეპარატით ორშაბათიდან მედპერსონალი აიცრება.
ვაქცინაციის დასაწყებად 82 კლინიკა უკვე მზად არის. „ასტრაზენეკას“ გარდა, „ფაიზერის“ 29 250 დოზას ქვეყანა თვის ბოლოს მიიღებს. იმუნიზაციის პროცესის აუცილებლობის პარალელურად, ჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, იმ ფონზე, როცა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მიღებული პარტიით აცრის პროცესი დროებით შეაჩერა.