ვაქცინაციის რეგისტრაციაზე შეფერხებაა

 „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მოქალაქეებმა დღეს, 12:00 საათიდან ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლეს. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

დღეს დილით ასევე არ განახლებულა კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე, სადაც ინფორმაციას ტრადიციულად 11:00 საათისთვის ათავსებენ.

როდის განაახლებს ვებგვერდი სრულფასოვან მუშაობას და როდის შეძლებენ მოქალაქეები რეგისტრაციას, ამას თამარ ნადარეიშვილი გვეტყვის – მიმდინარეობს თუ არა უკვე მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად.