კლინიკების გარდა, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო სოფლის ამბულატორიებშიც. მედპერსონალმა სპეციალური გადამზადება გაიარა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში პირველმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ამბულატორიის ხელმძღვანელმა გაიკეთა.
ადგილობრივ მოსახლეობას ცოცხალი რიგის პრინციპით „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შეეძლებათ. გორის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის ჩატარება პირველ ეტაპზე ხუთ ამბულატორიაში იქნება შესაძლებელი. ახალი დადასტურებული შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, გორის საზჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და „გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მედპერსონალი პაციენტების ნაკადის შემოდინებას ვეღარ გაუძლებს. ამ ეტაპზე ქსელის სამივე კლინიკაში არსებული საწოლფონდი უკვე ათვისებულია. მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი საწოლების მოძიებაზეც.