მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის “იმ მოცეკვავეების ნაწილი აიცრა, რომლებსაც ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოცეკვავეები ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აიცრნენ. მათ ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს.