სოფელ დარჩელში მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს მოსახლეობას. კოვიდრეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს არსებული ეპიდემიური ვითარება გააცნო.