გურიაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ აცრის მსურველთა რაოდენობის მომატება 60 წელს ზემოთ დაწესებულმა 200-ლარიანმა ვაუჩერებმა განაპირობა. გურიის რეგიონში შვიდი ამცრელი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც ხელმისაწვდომია „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები.
იმუნიზაციის მსურველებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად, სეზონური გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინითაც შეუძლიათ აცრა. ვაქცინაციის პროცესს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე გაეცნო.