საქართველოში უკვე არის პირველი ადამიანი, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის მოწოდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრეს. ვაქცინაცია მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ წუთებში კი აცრას უტარებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს და ამ პროცესს ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს.
ინფექციური კლინიკიდან მარიამ სეთურიძე გვიერთდება, რომელიც გვაჩვენებს, როგორც მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.