საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება – სპეციალურ პორტალზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 11 273 პირია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე, საქართველოში უკვე 4 344 პირია აცრილი, ძირითადად სამედიცინო პერსონალი. ცოტა ხნის წინ ბათუმში პარლამენტის წევრი და აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზაალ მიქელაძე აიცრა.
როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი აჭარაში, ამის შესახებ მერაბ წულუკიძე მოგვიყვება.