ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი „რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრსა“ და „მედალფას“ კლინიკაში მიმდინარეობს. 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის პირველი აცრის შემდეგ 200-ლარიანი დახმარების პროექტის ამოქმედების შემდეგ, საპენსიო ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმუნიზაციის ცენტრებში აცრა ნებისმიერი ვაქცინითა და ე.წ. ბუსტერ დოზითაა შესაძლებელი.