ვაქცინაციის პროცესი მცხეთაში

ჯავშნის და წინასწარი ჩაწერის გარეშეა შესაძლებელი ვაქცინაცია უკვე მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრშიც. მოქალაქეებს აცრა ყოველდღე, უქმეების ჩათვლით, დილის ცხრიდან, 21:00 საათამდე შეეძლებათ. პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე დღიურად 150-მდე ადამიანი, „ფაიზერის“ ვაქცინით უსაფრთხო გარემოში იცრება.

მოქალაქეებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამი ამცრელი ბრიგადა ემსახურება. სამედიცინო პერსონალთან ერთად კი ვაქცინაციის პროცესში, სხვადასხვა მიმართულებით ასევე, აქტიურად არიან ჩართულები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებიც.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 12 აგვისტოს გაიხსნა.