ვანისა და ხონის მოსახლეობამ პარლამენტში საკუთარი ინტერესების დამცველი აირჩია

ვანისა და ხონის მოსახლეობამ საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ინტერესების დამცველი აირჩია. 54-ე მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა ზუსტად ერთი საათის წინ შეწყდა და ახლა უბნებში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

ვინ შეძლებს მხარდაჭერის მოპოვებას, წარდგენილი 6 კანდიდატიდან, პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, უკვე ღამის 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს მმართველი პარტიისა თუ რომელიმე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი მიიღებს.

ვიწყებთ ვანით. ირმა ჭოლაძე მიმდინარე პროცესს დილიდან აკვირდება და ახლა 54-ე საარჩევნო ოლქთან იმყოფება.