ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - დაკითხვები გრძელდება

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოკითხვები განახლდა. რამდენიმე წუთის წინ პოლიციის განყოფილებაში შადრევნის მშენებელი კომპანიის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე მივიდა. ის გუშინ გამომძიებლების კითხვებს დაახლოებით 30 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას ჩვენება მისცა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმაც.

გენო ოსიყმაშვილი იმყოფება სამმართველოსთან.