ვახტანგ რობაქიძის საქმე

ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს, ექსპერტიზის ბიუროში სხეულზე არსებულ დაზიანებებზე გარეგანი დათვალიერება ჩაუტარდა. ბრალდებულის განცხადებით, სამედიცინო გამოკვლევას კლინიკაში დღეს ჩაიტარებს.

ვახტანგ რობაქიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დამნაშავის ვინაობას დაადგენს. ის პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს.