თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებული პირების საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა განახლდება. პროცესზე დაიკითხებიან ვახო სანაიას მეუღლე, ძიძა და ოჯახის ახლობელი, რომლებიც უშუალოდ ძალადობის ფაქტს შეესწრნენ.
დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებთან ექნებათ კითხვები კონფლიქტის დეტალებზე. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.