უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურაა წარდგენილი. ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც დეკემბერში სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ გამწესდნენ.

ნინო ქადაგიძე 90-იან წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, სამოსამართლეო საქმიანობა კი 20 წლის წინ თბილისის საოლქო სასამართლოდან დაიწყო.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კანდიდატად შალვა თადუმაძის ან გიორგი მიქაუტაძის დასახელებას ელოდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა. ამის მიუხედავად, კანდიდატურის შერჩევის და კენჭისყრის პროცესმა მაინც ხმაურიანად ჩაიარა.