უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ორ კანდიდატს – სალომე გველესიანს და დავით გელაშვილს გაესაუბრებიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 აპლიკანტია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ.