უზენაეს სასამართლოში დახურული შეხვედრა იმართება

დახურული შეხვედრა უზენაეს სასამართლოში. ამ წუთებში ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება. საბჭოს სხდომაზე ორშაბათს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ეს მათი პირველი შეხვედრაა.

ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის გამწესებაზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არც წერილობითი განმარტება გაუკეთებია, რისი პირობაც მან საბჭოს წევრებს სწორედ ორშაბათს მისცა.

რა არის ამის მიზეზი და ფერხდება თუ არა მოსამართლეთა საქმიანობა ნინო გვენეტაძის ხელმოწერის მოლოდინში?

თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.