იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კოლეგიის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კოლეგიის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 

მაგ ტონალობაში, მე შენ სხვა ადგილს შეგირჩევ და იქ დაგელაპარაკები, – ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა, კოლეგა ლევან თევზაძეს.

დაპირისპირება სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე პირის ინსპექტორის შერჩევის საკითხს მოჰყვა. დავა სხდომის თარიღზე დაიწყო, სადაც საბჭოს წევრებმა ინსპექტორის თანამდებობაზე შესარჩევ კანდიდატზე უნდა იმსჯელონ.

საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა მოუწოდა კოლეგებს, რომ ნინო გვენეტაძისთვის მიეცათ ერთდღიანი ვადა, რათა თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო.

მისივე თქმით, ნინო გვენეტაძე არის დაკავებული და იმაზე ბევრ საქმეს განიხილავს, რასაც იუსტიციის საბჭოს წევრები. ეს საკითხი შეურაცხყოფად მიიჩნია ლევან თევზაძემ და კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა.

ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ  მთელი დღის განმავლობაში, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, საბჭოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.

ნინო გვენტაძის განცხადებით, მას აღარ შეუძლია ასეთ ფორმატში სხდომის გაგრძელება. ნინო გვენეტაძემ კოლეგებს შესთავაზა, რომ საკითხთან დაკავშირებით წერილობით გაავრცელებს.

საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა კოლეგებს, ხმათა 1\3 ის მხარდაჭერით, თავად დააყენონ საკითხი დასამტკიცებლად.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები დაელოდებიან ხვალ დილის 9 საათამდე ნინო გვენეტაძის პასუხს და მას შემდეგ ჩაინიშნება სხდომის თარიღი.

დატოვე კომენტარი