უთანხმოება საარჩევნო ნომერზე

შექმნიდან თვენახევრის შემდეგ, ოპოზიციური გაერთიანების ერთიანობა ეჭვქვეშ დგება.

მოძრაობის, – „ძალა ერთობაშია“, – საარჩევნო ნომერი შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. გაერთიანებაში შემავალი 11 პარტიიდან ნაწილს არჩევნებში 5 ნომრით მონაწილეობა არ სურს. სწორედ ეს ნომერი მოითხოვა მოძრაობაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკო-სგან საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენის დროს.

მოძრაობის წევრები ყოფილ მმართველ პარტიას ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და არჩევნებზე სხვა ნომრით მონაწილეობის არგუმენტად წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები მოჰყავთ. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანება დატოვოს. ამ საკითხზე შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია.