უთანხმოება საარჩევნო ნომერზე

დავა საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით.

ცესკო-ში გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენასთან ერთად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგით ნომრად „ხუთიანი“ მოითხოვა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. არ არის გამორიცხული, 11 პარტიიდან რამდენიმემ გაერთიანების დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს. „ნაციონალური მოძრაობა“ და  გაერთიანებულ ოპოზიციაში, – „ძალა ერთობაშია“, – შემავალი პარტიების ზოგი წარმომადგენელი აცხადებს, რომ რიგით ნომრად ხუთიანის არჩევა კოლეგიალური და კოლექტიური გადაწყვეტილება იყო და ეს ტექნიკური საკითხია. ნაწილი კი ამბობს, რომ  მათ რიგით ნომრად, ნიკა მაჭუტაძის ორგანიზაციის, – „სახელმწიფო ხალხისთვის“, – კუთვნილი რიგითი ნომერი „ერთიანი“ სურდათ. გადაწყვეტილება კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთპიროვნულად მიიღო.