ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც ექიმები ამბობენ,  სამივე ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, ხველება, ჰიპერსალივაცია და ბრონქორეა.

ბავშვების თქმით, ისინი სკოლის სტადიონზე თამაშობდნენ, გარშემო კი ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა.

ამ დროისთვის ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.