ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ჰოსპიტალში პირველ არხს განუცხადეს, სამივე ბავშვს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, ხველება, ჰიპერსალივაცია და ბრონქორეა. ბავშვების თმით, ისინი სკოლის სტადიონზე თამაშობდნენ, გარშემო კი ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხდებოდა.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.