ურანის გამდიდრება ირანში

მსოფლიო ლიდერები ახალ საფრთხეზე ალაპარაკდნენ.

ირანი ბირთვული პროგრამისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტის – ურანის მოცულობის გაზრდას გეგმავს.

ოფიციალურმა თეირანმა წერილი ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციას უკვე გაუგზავნა.

გადაწყვეტილება ირანში მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები კვლავ დააწესა.