უმრავლესობის ლიდერი უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ირაკლი კირცხალია წერს: სამი „საოცრება“ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან: პირველი – სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა; მეორე – საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400 ათასი ხმა გააყალბეს და მესამე – ქიმიური თავდასხმის დროს „კამიტით მოწამლული“ აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს. დაზარალებული მხოლოდ თუთიყუში დარჩა, რომელსაც ბუმბული დასცვივდა“. – წერს კირცხალია.