უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოხმაურება
„ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ თოყაევის მიერ პუტინისთვის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დროა, ეს რეალისტური, დროული და გონივრული გზავნილია“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. როგორც სიბიგამ აღნიშნა, უკრაინამ უკვე შესთავაზა მოსკოვს ომის შეჩერება ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.