რუსული მხარის პოზიცია

12:22, 26.07.2026

„შესაძლოა უკვე დროა, ეს კონფლიქტი გაიყინოს და დაუბრუნდეს სტამბოლის ფორმულას, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღწეული“, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც ომსკში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მედიის ცნობით, თოყაევმა და პუტინმა შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. მისი თქმით, წინადადებებისა და მოწოდებების მიუხედავად, უარს ამბობს შუამავლის როლის შესრულებაზე, რადგან რუსეთი დიდი ქვეყანაა. ომის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა. „კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა, როგორც ასეთი, შეუძლებელია. ჩვენთვის მთავარი პირობა არსებობს – ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი