რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები და სამხედრო ტექნიკის კოლოსალური რაოდენობა, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას.
პრეზიდენტმა მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდა, რათა აიძულონ აგრესორი ქვეყანა, შეაჩეროს ომი. ზელენსკის თქმით, ახლა რუსეთს მიაჩნია, რომ აქვს უფლება, დათესოს უკანონობა და სიკვდილი მთელ მსოფლიოში.