რეგიონები 26 მაისის აღსანიშნად ემზადება

ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მარნეული – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქალაქებისა, სადაც ხვალ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. გამოიფინება სამხედრო ტექნიკა, გაიმართება კულტურული და შემეცნებითი აქტივობები, დაგეგმილია კონცერტები. საქართველოს გარდა, 26 მაისს აღნიშნავენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ 70-მდე ქვეყანაში. არაერთი მნიშვნელოვანი შენობა და ობიექტი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.