ვიბრძვით თითოეული ადამიანისთვის, სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე იქნება სიცოცხლის გადარჩენის მცირედი შანსიც კი, – განაცხადა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის მოქალაქეებისა და სხვა პირების მიმართ, ვინც ტერორს უწყობს ხელს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის, ბახმუტისთვის, დონეცკის მთელი რეგიონისთვის და ლუგანსკისთვის შესვენების გარეშე მიმდინარეობს.