უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურას მიადგა 100 მილიარდი დოლარის ზარალი. ლუგანოში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაში 40-ზე მეტი სახელმწიფო და 20-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე იგეგმება ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის ე.წ. საგზაო რუკის შემუშავება.