უკრაინის ომის გავლენა ევროპაში - კონფერენცია თბილისში

კონფერენცია „დემოკრატიის მომავალი“ იმართება თბილისში. შეხვედრის მთავარი თემაა უკრაინის ომის გავლენა დემოკრატიის განვითარებაზე ევროპაში, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შეკრებილები მსჯელობენ ასევე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე. კონფერენცია ამერიკის საელჩოს მიერაა დაფინანსებული.