Tbilisi Gastro Week-ი უკრაინის მხარდასაჭერ, საქველმოქმედო ვახშამს დაეთმო. საქველმოქმედო ვახშამს მასპინძლობას კიევის საკრებულოს დეპუტატი, პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი, ევგენია კულება უწევდა. ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეა.
საქველმოქმედო ვახშამზე შეგროვებული თანხა უკრაინულ ფონდში გადაირიცხება.