უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია Believe in Ukraine გაიმართა. მსვლელობა საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების მიერ დაიგეგმა. აქციის მონაწილეები ჯერ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეკრებით ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.