საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ ხალხს ერთიანობის დღეს ულოცავს. მინდა, უკრაინისთვის ამ მძიმე პერიოდში მივულოცო უკრაინელ ხალხს, ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინის ერთიანობის დღე. მინდა, ვუსურვო მშვიდობა და ამ მძიმე პერიოდში მხნეობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, ბიუროს სხდომის დაწყებისას.