„უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - სოლიდარობის აქცია რუსთაველზე
„უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – სოლიდარობის აქცია რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები არიან „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“. აქციაზე ორგანიზატორების მიერ მომზადებული ჰიმნისა და ფილმის პრემიერა გაიმართა. მონაწილეებმა უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.