„ეს შეიძლება იყოს ჩემი ბოლო განცხადება, რადგან სულ რამდენიმე დღე, ან თუნდაც საათი გვაქვს დარჩენილი“, – ამის შესახებ უკრაინის არმიის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება.
უკრაინელმა სამხედრომ მსოფლიო ლიდერებს მიმართა, უზრუნველყონ დერეფანი მარიუპოლის გარნიზონისთვის და ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. ვოლინამ ქარხანაში არსებული მდგომარეობა აღწერა როგორც „კრიტიკული“, დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცებისა და შეზღუდული სამედიცინო მომსახურების გამო. უკრაინელი ოფიცრის თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 500 დაჭრილი სამხედრო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.