პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გააცნო. საკითხი სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. უწყება უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს. თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.