უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არჩილ დევრისაშვილი ბახმუტთან მომხდარ შეტაკებებს იმ დროს ემსხვერპლა, როცა თანამებრძოლის ცეცხლის ზონიდან გამოყვანას ცდილობდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო. მათი განცხადებით, საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად ცხედარს ორშაბათს კიევში წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში, შემდეგ კი საქართველოში გადმოასვენებენ.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 48 ქართველი მებრძოლია დაღუპული.