უკრაინაში ომი გრძელდება. გამთენიისას კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა შენობები. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის რვა რაკეტა და 18 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა დარნიცკისა და გოლოსევსკის რაიონებში. მისივე თქმით, ფრაგმენტებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. ამასთან, ღამის განმავლობაში ავდეევკის მიმართულებით 82 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა.