უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო. დაღუპული მეომრის თანამებრძოლის ინფორმაციით, შენაერთი ქალაქ ირპენში საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა.

დაღუპულია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი, ვეტერანი დავით გობეჯიშვილი. ის  წარმოშობით სოხუმიდან იყო. დაღუპულის ცხედარი კიევში გადაასვენეს. მას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, პოლონეთის გავლით, საქართველოში გადმოასვენებენ.