უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი სამშობლოში გადმოასვენეს. გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. 47 წლის ქართველი მებრძოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა და ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კახა გოგოლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, წმინდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარში მიმდინარეობს. ეკლესიაში დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრები, ახლობლები და უბრალო მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან. უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლი მშობლიურ ქალაქ ფოთში უნდა გადაასვენონ.
თათია ტაბეშაძე დეტალებით.