უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპულ ქართველ მებრძოლ არკადი კასრაძეს ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. სამოქალაქო პანაშვიდი მის მშობლიურ სოფელ ერგნეთში ტარდება. არკადი კასრაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ მისი ახლობლები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.
უკრაინაში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ ერგნეთის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. არკადი კასრაძე ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა.