უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში საოკუპაციო ჯარებთან შეტაკებაში დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლს დღეს თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დავით რატიანის ცხედარი ქაშვეთის ტაძარში, გიორგი ბერიაშვილის ცხედარი კი თემქაზე, მარიამ ეგვიპტელის ეკლესიაშია დასვენებული.

რატიანი და ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს დაიღუპნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა. სამშობლოში ისინი 24 მარტს გადმოასვენეს. გმირ ქართველ მებრძოლებს დღეს თემქისა და ნავთლუღის სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. ის 19 მარტს საოკუპაციო ძალების ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.