ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შესახებ ორგანიზაციებმა „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პრესკონფერენცია გამართეს. ორგანიზაციები 11 ყოფილი აღსაზრდელის ინტერესებს იცავენ. მათი შეფასებით, ამ საქმეებზე შსს-ში მიმდინარე გამოძიება ფორმალურია და ობიექტური გამოძიების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ორგანიზაციების მოთხოვნებს შორისაა პასუხისმგებელი უწყებებისგან საქმის დროული გამოძიება, აღსაზრდელების დაზარალებულად ცნობა და საქმის კვალიფიკაციის შეცვლა.