ახალ მეფესთან ერთად, დიდ ბრიტანეთს ახალი იერარქია აქვს. მეფე ჩარლზმა უფროსი შვილი უილიამი და მისი მეუღლე კეიტი, უელსის პრინცად და პრინცესად გამოაცხადა. პრინც უილიამის მეუღლე, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, პირველი იქნება, რომელიც უელსის პრინცესას ტიტულს ატარებს.
საკუთარ მიმართვაში ინგლისის მეფემ უმცროს შვილზე, ჰარიზე და მის მეუღლე – მეგანზეც ისაუბრა, რომელებიც აშშ-ში ცხოვრობენ. „მე გამოვხატავ ჩემს სიყვარულს პრინცი ჰარისა და მეგანის მიმართ, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი ცხოვრების შენებას ზღვის გადაღმა “, – აღნიშნა მონარქმა.