უდიდესი სამოგზაურო გამომცემლობა მოგზაურებს „თბილისობაზე“ დასწრებას ურჩევს

მსოფლიოში უდიდესი სამოგზაურო გამომცემლობა, შემოდგომის დეპრესიის გასამკლავებლად, მოგზაურებს „თბილისობაზე“ დასწრებას ურჩევს. ერაივალ გაიდსის 2019 წლის შემოდგომის საუკეთესო კულინარიული ფესტივალების სიის სათავეში სწორედ „თბილისობა“ მოხვდა. პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 5 და 6 ოქტომბერს თბილისის ქუჩებს ღია ცის ქვეშ კონცერტები, პერფორმანსები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და ფესტივალის ნამდვილი ვარსკვლავი, შთამბეჭდავი კულინარიული მრავალფეროვნება მოიცავს, რომელიც მთელი ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი.

სტატიაში  განსაკუთრებული ადგილი აქვს ხინკალს, მწვადს, ხაჭაპურსა და ფხალს, ქართული დესერტებიდან კი – ჩურჩხელა. „თბილისობის“ შემდეგ, სტატიის ავტორი გურმან მოგზაურებს ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებსა და იტალიაში დაგეგმილ ფესტივალებზე სტუმრობას ურჩევს.