„უცხოელი აგენტები“

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ნაკრძალში, სადაც წეროები ბინადრობენ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ერთ დღეს ხელისუფლება პარკის უცხოელ აგენტად დარეგისტრირებას მოითხოვდა. თუმცა, 2012 წელს მიღებული კანონის შემდეგ, ეს რეალობად იქცა.

უახლოეს მომავალში უცხოელ აგენტებად რეგისტრაციის ვალდებულება რუსეთში მოქმედ უცხოურ მედიასაშუალებებსაც დაეკისრებათ. ახალ კანონს მხოლოდ პუტინის ხელმოწერა აკლია. აშშ-შ კი უცხოელი აგენტის სტატუსი უკვე მიიღო Russia Todayიმ.

რა განსხვავებაა აშშ-ში და რუსეთში მოქმედ რეგულაციებს შორის და ვინ შეიძლება გახდეს უცხოელი აგენტი – ვრცლად ჩვენს სიუჟეტში.