2026 წელს ქართული ენის გამოცდა ჩატარდება – რეგისტრაცია დღეიდან იწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება. განათლების მინისტრის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის. მიზანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერება.
გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება ოთხი კომპონენტის მიხედვით: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირებაა. პირველი განსაზღვრავს ქართული ენის A1 და A2 დონეებს, მეორე B1 და B2 დონეებს. დონეების განსაზღვრა იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი. ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე.