უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-ომალოს გზაზე.

დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი პირი კი დაშავდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ჟანა დიდებაშვილი იმყოფება შემთხვევის ადგილზე.